კომპანიის შესახებ

PAYBOX ქართულ, ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის მფლობელობაშია საქართველოში პირველი სწრაფი გადახდის ტერმინალების ბრენდი, რომელიც ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება და გადახდის 8 000-ზე მეტ წერტილს ფლობს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბრენდი 2008 წელს შეიქმნა, თანამშრომლებმა თავად ააწყვეს თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები და კომპანიამ დაიწყო ქსელის გაფართოება; გაიხსნა პირველი წარმომადგენლობები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

2009 წელს კომპანიამ გაზარდა PayBox -ების რაოდენობა 300 ერთეულამდე და ამავდროულად გახდა კუპიურების მიმღების (CashCode) ოფიციალური წარმომადგენელი, თანხის მიმღები მოწყობილობების დილერი და დისტრიბუტორი საქართველოში, რაც საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პირველი სერიოზული წარმატება იყო.

PayBox

დაგვიკავშირდი 0 32 2 20 30 00

ელ.ფოსტა Info@paybox.ge

ან შეავსეთ ფორმა

Close Frame