ჩვენი ისტორია
PayBox ქართულ, ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის მფლობელობაშია საქართველოში პირველი სწრაფი გადახდის ტერმინალების ბრენდი, რომელიც ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება და გადახდის 8 000-ზე მეტ წერტილს ფლობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2007 წელს კომპანია დაფუძნდა სს ნოვა ტექნოლოჯის სახელწოდებით და მომხმარებელს შესთავაზა POS ტერმინალებით - Payline-ით სარგებლობა, იმავე წელს კი თბილისში განათავსა პირველი თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალი. ბრენდი PayBox 2008 წელს შეიქმნა, თანამშრომლებმა თავად ააწყვეს თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები და მას შემდეგ კომპანიამაც დაიწყო ქსელის გაფართოება; გაიხსნა პირველი წარმომადგენლობები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 2009 წელს კომპანიამ PayBox-ების რაოდენობა 300 ერთეულამდე გაზარდა და ამავდროულად გახდა კუპიურების მიმღების (CashCode) ოფიციალური წარმომადგენელი, თანხის მიმღები მოწყობილობების დილერი და დისტრიბუტორი საქართველოში, რაც საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პირველი სერიოზული წარმატება იყო. 2010 წელს კომპანიამ საქართველოს მასშტაბით დაიწყო თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების გაყიდვა. 2012 წელს კომპანიამ შექმნა საიტი Paybox.ge და PayBox-ის თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მომსახურება გადაიტანა ვებ-პლატფორმაზე, რითაც მომხმარებლებს შესთავაზა გამარტივებული და მოქნილი გადახდები ონლაინ სივრცეში. 2013 წელს კომპანიამ გაზარდა რეგიონალური წარმომადგენლობები და განავითარა ექსპორტი, კერძოდ, გაჰქონდა პირველი თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატები სომხეთში. |
2014 წელს კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა ახალი უნიკალური ტიპის სწრაფი ჩარიცხვის თვითმომსახურების ტერმინალი „ჯიხური“, რომელიც თავისი უნიკალური დიზაინითა და ფუნქციებით დამატებით კომფორტს სთავაზობს მომხმარებლებს გადახდის პროცესში. 2015 წელს კომპანია აქტიურად გადავიდა კორპორატიული მომსახურების სფეროში და დაიწყო სალაროების ჩანაცვლების პროექტის განხორციელება. კომპანიებზე მორგებული ბრენდირებული ტერმინალების განთავსების გზით, ეხმარებოდა მათ სალაროების ხარჯების შემცირებაში და საგადახდო მომსახურების სრულყოფაში. აღნიშნულის ფარგლებში, დაიწყო თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე არსებულ მსხვილ ბანკებთან. 2016 წელს PayBox-მა მომხმარებლებს შესთავა პირველი ადაპტირებული ტიპის ტერმინალები, რომლებიც შშმ პირებისთვის გადახდის პროცესის გამარტივებაზე არის მორგებული. 2017 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად არასაბანკო გადახდების სფეროში კომპანია ფლობდა ბაზრის 41%-ს და მომხმარებელს სთავაზობდა 850-მდე მომსახურების გადახდის შესაძლებლობას 6500-მდე გადახდის წერტილში. 2018 წელს კომპანიამ განახორციელა რებრენდინგი, ასევე შეიცვალა კომპანიის დასახელება და სს ნოვა ტექნოლოჯი გახდა სს ოპპა. 2022 წელს PayBox-მა მომხმარებლებს წარუდგინა განახლებული, თანამედროვე და გამარტივებული ვიზუალი თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებში. 2023 წელს PayBox-ებში მომხმარებლებს გაუჩნდათ რამდენიმე ახალი ფუნქციონალის გამოყენების საშუალება, რომელიც მოიცავდა კაბინეტს, სმს ქვითარს და რეგიონალურ ღილაკს. PayBox უკვე 18 წელია აგრძელებს მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელთათვის სწრაფი, მარტივი და სანდო გადახდების მომსახურების მიწოდებას ქვეყნის ყველა რეგიონში ჯამში 8,000 ტერმინალზე მეტითა და 1000-მდე სერვისით. |