კაბინეტი

კაბინეტში მომხმარებლის რეგისტრაციის პროცედურა

1.      ეკრანზე გამოდის მომხმარებლის მასკირებული[1] ტელეფონის ნომერი ან შეტყობინება, რომ აღნიშნულ პირად ნომერზე არ ფიქსირდება ტელეფონის ნომერი.

2.      მომხმარებელი:მომხმარებელი აწვება სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალის მთავარი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ ღილაკ „კაბინეტს“, რითიც იწყებს კაბინეტში რეგისტრაციის პროცესს.

3.      მომხმარებელს შეჰყავს პირადი ნომერი და აწვება ღილაკს „შემდეგი“, რითიც UCC-ის მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მოწმდება მომხმარებლის პირად ნომერთან დაკავშირებული ტელეფონის ნომრები.

4.      UCC-ის მონაცემთა ბაზაში მომხმარებლის პირადი ნომრის არსებობის შემთხვევაში,

4.1.   აწვება მასკირებული ტელეფონის ნომრის გასწვრივ არსებულ ღილაკს „არჩევა“, რომლის საშუალებით მასკირებულ ტელეფონის ნომერზე იგზავნება OTP კოდი და სისტემა გადადის რეგისტრაციის შემდეგ ნაბიჯზე; ან

4.2.   აწვება ღილაკს „სხვა ნომრის ძიება“, რითიც ეკრანზე გამოჩნდება:

4.2.1. UCC-ის მონაცემთა ბაზაში აღნიშნულ პირად ნომერთან დაკავშირებული სხვა ტელეფონის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4.2.2. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხმარებელმა ვერ გაიარა ვერიფიკაცია და წყდება რეგისტრაციის პროცესი, სხვა ტელეფონის ნომრის არ არსებობის შემთხვევაში.

5.      ტელეფონის ნომრის არჩევის შემდეგ, მომხმარებელს შეჰყავს ტელეფონის ნომერზე მიღებულ 4 ნიშნა OTP კოდი და აწვება ღილაკს „შემდეგი“, რითიც UCC-ის სიტემაში მოწმდება გაგზავნილი და მომხმარებლის მიერ შეყვანილი 4 ნიშნა კოდის შესაბამისობა.

6.      თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი კოდი არ ემთხვევა გაგზავნილ კოდს, მომხმარებელი აწვება ღილაკს „ხელახლა გაგზავნა“ და შეჰყავს ტელეფონის ნომერზე მიღებული 4 ნიშნა OTP კოდი მე-5 პუნქტის შესაბამისად.

7.      თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი კოდი ემთხვევა სისტემის მიერ გაგზავნილ კოდს, სრულდება მომხმარებლის ვერიფიკაციის პროცესი და ეკრანზე გამოდის რეგისტრაციის შემდეგი ნაბიჯი, სადაც მომხმარებელს შეჰყავს სახელი და აწვება ღილაკს „დასრულება“, რის შემდეგაც იქმნება მომხმარებლის კაბინეტი.



[1] პირველი და ბოლო სამი ციფრი

კაბინეტის პროფილში ტელეფონის ნომრის დამატება

1.      "კაბინეტის პროფილში" ტელეფონის ნომრის დამატებისთვის, მომხმარებელი აწვება სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალის მთავარი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ ღილაკ "პროფილს".

2.      "კაბინეტის პროფილში" მომხმარებელი აწვება მობილური ნომრის გასწვრივ არსებულ ღილაკს "დამატება" და ეკრანზე გამოდის შემდეგი ეტაპი, სადაც მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს მობილური ტელეფონის ნომერი.

3.      მობილური ტელეფონის ნომრის შეყვანის შემდეგ, მომხმარებელი აწვება ღილაკს "შემდეგი", რითიც ტელეფონის ნომერზე PayBox-ისგან იგზავნება OTP კოდი

4.      მომხმარებელს შეჰყავს PayBox-ის მიერ გაგზავნილი 4-ნიშნა OTP კოდი.  თუ მომხმარებლის შეყვანილი კოდი ემთხვევა სისტემის მიერ გაგზავნილს, მაშინ ტელეფონის ნომერი წარმატებით ემატება და ეკრანზე გამოდის შეტყობინება "მობილური ტელეფონის ნომერი წარმატებით დაემატა"

5.      თუ მომხმარებლის შეყვანილი კოდი არ ემთხვევა გაგზავნილ კოდს, მომხმარებელმა უნდა დააჭიროს ღილაკს "ხელახლა გაგზავნა" და თავიდან შეიყვანოს 4-ნიშნა OTP კოდი შემოთ მოცემული მე-4 პუნქტის შესაბამისად

შენიშვნები

1.      თუმომხმარებლის მიერ შეყვანილი ყველა ინფორმაცია და შესრულებული მოქმედება ხორციელდება JSC OPPA-ს სისტემაში

2.      OTP კოდის გაგზავნის შემდეგ მომხმარებელს აქვს 59 წამი მის შესაყვანად


ფორმა

Close Frame